20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს ქეთევან ცერცვაძეს, აღკვეთის სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურამ სხდომაზე 15 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
პროკურატურის ცნობით, "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.
20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს ვირუსი დამარცხებული ჰქონდა.