ამაზე გოიმური და მდაბიო ნაბიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს. როცა არგუმენტები არ აქვთ, დაზეპირებული აქვთ, უნდა თქვან, რომ რუსული იყო თემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 7 ნოემბერი რუსეთის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო.
„მაგალითად, ამერიკულთან დაკავშირებით არ გაქვს არგუმენტი, ამერიკული კანონია, თარგმნა „ხალხის ძალამ“, თუ ვინც თარგმნა, ამას მნიშვნელობა არ აქვს და არ გაქვს არგუმენტი, რა უნდა თქვა? პირდაპირ უნდა თქვა, რომ რუსულია. ეს გოიმური და მდაბიო ფეიკმესიჯი 2007 წლიდან მუშაობს და არ არის ახალი, 2022-23-ში გააძლიერეს, თორემ ვინც არ მოსწონდათ და არგუმენტები არ ჰქონდათ, რუსულს ეძახდნენ. აქციები იყო, დაარქვეს რუსული გადატრიალების მცდელობა, არგუმენტი არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა 7 ნოემბერთან დაკავშირებით და რუსული ამბავი იყოო. სამწუხაროდ, ამას აყოლილია არაერთი ადამიანი. ზოგს გულწრფელად სჯერა, ზოგს სუბიექტური ინტერესი აქვს, რომ ასე უნდა დააჯეროს სხვას, თვითონ კი არ სჯერათ, მშვენივრად იციან. ეს რუსული მესიჯი ტრიალებს, 2007 წელთან დაკავშირებითაც კი იყენებს ამ რუსეთუმეობასთან დაკავშირებულ სულელურ და გოიმურ მესიჯს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილს მოუწია თავი ემართლებინა და ისევ ეს გოიმური და მდაბიო მესიჯი გამოეყენებინა მათ წინააღმდეგაც, ვინც დღეს ოპოზიციაშია და იმ კლასტერში გადაბარგდა.
„ახლა ისინი უნდა გამოვიდნენ და თქვან, აქციებს აორგანიზებდნენ თუ რუსული გადატრიალების მომხრეები იყვნენ? ამერიკული „ფარა“ რომ რუსული კანონია, მათი პირიდანაც გავიგეთ და მათი აქტივობაც რუსული იყო და გადატრიალების მცდელობა იყო? ამასთნ დაკავშირებით თუ სამართალდამცველები საჭიროდ ჩათვლიან, ეს ჩემი საქმე არ არის და მე რომ ვარაუდი გამოვთქვა, მითითებად მიიჩნევს აქ მყოფი ადამიანების ნაწილიც და რადიკალური ოპოზიციაც – „ნაცმოძრაობის“ კლასტერი, ამის უფლება მე არ მაქვს, მით უმეტეს, როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ საჭიროდ თუ ჩათვლიან, დაკითხავენ. თუმცა, უნდა ითქვას, რაღაც ფორმით, პოლიტიკურად, სამართლებრივად, გამოსაკვლევია ამბავია, რაში იყო საქმე? ეს ადამიანები, ვინც სხვა რაღაცებს უწოდებენ დღეს რუსულს, თავად გახდნენ რუსული დარტყმის ობიექტები და ეს სიტყვა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაარკვიოს საზოგადოებამ, სად არის? როცა არგუმენტები არ არსებობს და თუთიყუშებივით რუსული-რუსულს იმეორებენ, ამ გოიმობას ბოროტებასთან ერთად რომ ჩაჰყვებიან, ამათ აქვთ ახლა დასაფიქრებელი, მაშინ რა ხდებოდა, დღეს რა ხდება და საიდან მოდის ეს აბსურდი. იმიტომ არ აქვთ არასდროს წარმატება. ამბავს რომ მოიგონებ და იმაზე ბრაზდები, როგორ შეიძლება, იმ ამბიდან გამომდინარე შენ წარმატებას მიაღწიო? ამ დღეში არიან ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.