ჭიათურის მუნუციპალიტეტის სოფელ რგანში კერძო შენობაში სარემონტო სამუშაოებისას კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხობს.