ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ქართველ სამართალდამცავებს რუსეთის მოქალაქის გატაცებაში ადანაშაულებს.
როგორც სააგენტო "რესი" ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რუსეთის სპეცმშენის ორ მუშას, რადისლავ და პრიდომ კაჩმაზოვებს, რომლებიც ცხინვალის რაიონიდან მიდიოდნენ, გზა აერიათ და გორის რაიონ სოფელ არცევში ავტომობილ "ვაზ 2107"-ით შევიდნენ.
სეპარატისტების მტკიცებით, ისინი ქართულმა პოლიციამ გააჩერა, თუმცა პრიდომ კაჩმაზოვმა გამოქცევა მოახერხა, ხოლო რუსლან კაჩმაზოვის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.