ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა .ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "გურია ნიუსი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.