ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლებას ელექტროენერგიის საფასური გაუზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ოსინფორმი" ე.წ. ეკონომიკის მინისტრზე კონსტანტინ კოლიევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მოსახლებას 30% გაზრდილი ტარიფის გადახდა 1 იანვრიდან მოუწევთ, რომელიც 1 ვტ/სთ 80 კაპიკიდან 1.14 რუბლამდე გაიზარდა.
ამასთან, სეპარატისტების ინფორმაციით, ელექტრო ენერგიის საფასური ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოღვაწე მეწარმეებისთვისაც გაიზარდა და მისი ღირებულება 1 ვტ/სთ 1.43 რუბლი გახდა.