ყველა, ვინც ცდილობს, თავისი ვიწრო მიზნებისთვის წარმომადგინოს „დავრდომილ“ ადამიანად, რომელიც ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, სულიერად არასდროს ყოფილა უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა არის.
„ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის "დავრდომილ" ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება.
ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლის მიმართულებას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს. ასევე მაძლიერებს ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ - არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს!
ერთიანობა და განახლება რჩება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად.
პარტიაც უნდა მოემზადოს გადამწყვეტი ბრძოლებისთვის. მიხარია, რომ ბევრი ახალი ადამიანი გვიერთდება, ასევე მოქმედი ახალგაზრდა აქტივისტები ამ ბრძოლებში ძალიან გამოიბრძმედნენ და დაიხვეწნენ და მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთ პარტიაში ყოფნა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.