საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში ოქროს მედლის გარეშე დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც სამმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ფინელ პუმალაინენთან დამატებით დროში ვაზარით წააგო და მეორე ადგილზე გავიდა.
დღეს კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) ჩვენს ნაკრებს ასევე ვერცხლის მედლები მოუტანეს.
მანამდე ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.