საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.
ტურნირზე ოქროს მედლისთვის იბრძოდა ლაშა ბექაური, მაგრამ მან სერბ ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში იპონით წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კონტინენტის პირველობაზე ასევე ფინალში იჭიდავებს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი.
მანამდე ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.