საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაური (90კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში სერბ ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში იპონით წააგო.
ფინალში ასევე იჭიდავებენ ილია სულამანიძე (100კგ) და მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი.
მანამდე ლუკა მაისურაძე (90კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ჩემპიონატის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. გუშინ, 4 ნოემბერს ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა.