ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც მას კიევის მატარებლების სადგურში დახვდა.
„მოხარული ვარ, დავბრუნდე კიევში ომის დაწყების შემდეგ მეექვსე ვიზიტით.
მე აქ ვარ, რათა განვიხილო უკრაინის გზა ევროკავშირის წევრობისკენ. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა უკრაინის, როგორც თანამედროვე, აყვავებული დემოკრატიის აღდგენისთვის. ასევე თუ როგორ გავაგრძელებთ ვაიძულოთ რუსეთი გადაიხადოს ამ აგრესიული ომისთვის“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.