ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ ოთხ სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძრა.
ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ე.წ. გენერალურ პროკურორის პირველ მოადგილეზე ელდარ კოკოევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებმა "ვექტორმა", "რუსლანმა", "გელმოტმა" და "სკერკმა" საგადასახადო აღრიცხვა არ გააკეთეს, რაც კანონდარღვევა. განსაკუთრებით ყველზე მეტი დარღევა კომპანია "ვექტორს" აღმოჩნდა.
"ამ დროისთვის ღიად რჩება ედისი-ცხინვალის წყალსადენის მშენებლობის საკითხი, რომელიც კომპანია "ვექტორს" უნდა აეშენებინა, რადგან საფრთხე მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემას ეხება. აღნიშნულთა დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს კოკოევი.
მისვე თქმით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უწყებათა შორისის ჯგუფის მორიგი სხდომა 2011 წლის იანვარს გაიმართება.