დღეიდან ხონის მოსახლეობა ბუნებრივ გაზს მიიღებს. ხონში პირველი გაზქურა დღეს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა აანთო.
ხეთაგურის განცხადებით, ხონის გაზიფიცირების სამუშაოები კომპანია ~იტერა-საქართველომ~ საპრეზიდენტო პროგრამა ~გაზი ყველა სოფელს~ ფარგლებში, მთავრობის დაკვეთით განახორციელა.
გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივ გაზს ხონის 200-მდე აბონენტი მიიღებს. ~იტერა-საქართველოს~ ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოებს მარტვილში, ვანში, სამტრედიაში ახორციელებს.