გავაგრძელებთ იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აფხაზეთს აღიარებენ, - ამის შესახებ რუსეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინალ არძინბასთან შეხვედრაზე ლავროვმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთს უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე მებრძოლებისთვის რეგულარული ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის“ და იმედი გამოთქვა, რომ ეს დახმარება ხელს შეუწყობს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას.