უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ სევასტოპოლში საზღვაო ბაზაზე იერიში წარმატებით განახორციელეს, თუმცა თავდასხმის დეტალებს არ ასაჯაროებენ.
შეგახსენებთ, დღეს, 22 სექტემბერს შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, ქალაქის ცენტრში, ლუნაჩარსკის თეატრთან რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა.