ახალგორის რაიონში ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს ეროვნული ვალუტის ლარის მიმოქცევიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ახალგორის რაიონის ე. წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის სერგეი გაგლოევის ინფორმაციით, ქართულ ლარს მიმოქცევიდან 2011 წლის 10 იანვრიდან ამოიღებენ.
"ახლავე ვაფრთხილებთ ადგილობრივ მეწარმეებსა და ვაჭრებს ამ სიახლის შესახებ. რაიონის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რაიონის ყველა მეწარმეს წერილობითი გაფრთხილება გაეგზავნება იმის შესახებ, რომ მიმოქცევიდან ქართული ვალუტა უნდა ამოიღონ", _ განაცხადა გაგლოევმა.
მისი თქმით, ამჟამად ახალგორის რაიონში მიმოქცევაშია, როგორც ქართული ლარი, ისე რუსული რუბლი.