საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მაროკოელი ხალხის მიმართ. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 820, ხოლო დაშავდა 672 ადამიანი.