საქართველოს ეროვნული არქივი ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკემდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.