საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა. ეს ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ესპანეთი ექვსი ქულით მეორე ადგილზე. ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგ შეხვედრას 12 სექტემბერს ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში გამართავს.