ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მცოხვრებ ქართველებს, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეებად ითვლებოდნენ, კერძო საკუთრება ჩამოართვეს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.
მათი ინფორმაციით, ოსმა სეპარატისტებმა ქონება რამდენიმე ათეული ადამიანის, რომელთაც რაიონში კერძო საკუთრება და საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ და ზვიად გამსახურდიას ყოფილ მომხრეებად ითვლებოდნენ, სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადეს.
"ახალგოროს ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლებამ რაიონში დარჩენილ ოსი ეროვნების მოსახლეობას ჩამორთმეული სახლების "გადაფორმება" უკვე შესთავაზა, ასევე იგეგმება 90-იან წლებში ახალგორიდან ორჯონიკიძეში წასული ოსების უკან ჩამოსახლება და ამ ჩამორთმეულ სახლებში მათი შესახლება", - აცხადებენ ახალგორელები "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მათი ინფორმაციით, რამდენიმე ოსი ეროვნების ოჯახმა ქართველებისთვის ჩამორთმეული სახლების გადაფორმების სურვილი უკვე გამოთქვა.
შეგახსნებთ, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. ბძანებულების საფუძველზე ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლები ე.წ. სახელმწიფო საკუთრება გამოცხადა.