უნგრეთის ქალაქ კეშკერეშში, ცნობილი პოეტის, შანდორ პეტეფის სამშობლოში, პოეტის დაბადებიდან 161-ე წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, აფხაზი პოეტის, ბაგრატ შინკუბას ძეგლი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან ერთად რუსეთში აფხაზეთის ე.წ. საელჩო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ძეგლი პეტეფის მამულში მდებარე ხეივანში გაიხსნა, იქ სადაც არის იმ პოეტების ბიუსტები, რომლებიც პეტეფის შემოქმედებას თარგმნიდნენ.
მათივე ინფორმაციით, ძეგლის გახსნას სეპარატისტული აფხაზეთიდან ჩასული დელეგაციაც ესწრებოდა. კერძოდ, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრი ნუგზარ ლოგუა, ძეგლის ავტორი ცირა ახბა და პროფესორი სერგეი ბებია.
მასალის გამოყენების პირობები