ახლაგორის ოკუპირებულ რაიონში რუსი ოკუპანტები საჯარიმო სანქციად მოსახლეობას საკვებ პროდუქტს, განსაკუთრრებით კი ხინკალს უწესებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორის რაიონის მოსახლებამ აცნობა, ერთ-ერთი კერძო ტაქსისი მძღოლს, რომელსაც თბილისი-ახალგორის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავს ოკუპირებულ რაიონში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სიჩქარის გადაჭარბების გამო ჯარიმად 50 ხინკალი დააკისრეს.
აღსანიშნავია, რომ მსგვასი ფაქტები ახალგორის ოკუპირებულ რაიონში პირველად არ ხდება.
ე.წ. მესაზაღვრეები სამარშუტო და კერძო ტაქსისი მძღოლებისგან იმისთვის, რომ რაიონში შესვლაზე "მწვანე შუქი" აუნთონ ხინკალს, ძეხვს, არაყს, ხაჭაპურებსა და ლობიანებს ხშირად ითხოვენ.