ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმს ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ერთადერთ "პრობლემად" ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის "ირ"-ს დაფრვის ზონის გაფართოება რჩება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო "რესი" სტატიას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ახალგორში პრობლემები ჯერ კიდევ არის, თუმცა ყველაზე მწვავე პრობლემად შიდატრანსპორტი და ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის მაუწყებლობის გაუვრცელებლობა რჩება.
როგორც ახალგორის მოსახლებამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მათ დღემდე არც იცოდნენ, რომ ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს ე.წ. სახელმწიფო ტელევიზია ჰქონდა.
რაც შეეხება შიდატრანსპორტს, ახალგორელების თქმით, რაიონის ე.წ. ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლებმა ახალგორი-ცხინვლის საავტომობილო გზის, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო და შიდა გზებისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანდ მიითვისეს. ასევე "წარმატებით აითვისეს როგორც რუსული მხარის მიერ, ასევე "წითელმა ჯვირის" მიერ რაიონის მოსახლეობისთვის გამოყოფილი დახმარება".
"საოკუპაციო რეჟიმი თბილისიდან საკვები პროდუქტების შემოტანს გვიკრძალავს, ხოლო ცხინვალთან დამაკავშირებელი გზა არ არსებობს, რომ მშივრები არ დავიხოცოთ. ამასთან რაიონში პრობლემები იმდენად ბევრი გვაქვს, რომ შიდა ტანასპორტი და მითუმეტეს ე.წ. სახელმწიფო ტელევიზია ნაკლებად გვადარდებს", - აცხადებენ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ახალგორელები.