უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ 22 ივლისს, გამთენიისას ანექსირებულ ყირიმში ნავთობის ბაზა და საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო ავრცელებს.
„თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ნავთობის ბაზა და რუსეთის ფედერაციის არმიის საწყობები დროებით ოკუპირებულ ყირიმის ოკტიაბრსკი კრანოსგვარდეისკის რაიონში. დიდება შეიარაღებულ ძალებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა დეტალებზე ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.
მანამდე ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის კრასნოგვარდეისკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით იერიში განხორციელდა. მათივე ცნობით, ევაკუირებულია მოსახლეობა.