ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ნახევრაკუნძულს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია, ასევე ჩაკეტეს ყირიმის ხიდიც.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის სერგეი აქსიონოვის თქმით, დრონებით ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმა სცადეს.
თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელდა ნავთობბაზისა და აეროდრომის დაბომბვის, ასევე საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების ამსახველი ვიდეო, რის შემდეგაც აქსიონოვმა აღიარა, რომ დრონებით იერიშის შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი.
ყირიმის საოკუპაციო რეჟიმმა 5 კილომეტრში მდებარე საცხოვრებელი უბნებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. შეწყვეტილია სარგინიგზო მოძრაობაც.