2010 წლის დასაწყისში კომპანია "ასუსი" გამოუშვებს 17.3-დიუმიან 3D-ნოუთბუქს, G72GX-ს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინური გამოცემა "დიჯითაიმსი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ახალ კომპიუტერს მაღალფუნქციური მონაცემები ექნება. იგი აღჭურვილი უნდა იყოს პროცესორ Core ი7-ით,GeForce GTS 160M -ის გრაფიკითა და ორი ვინჩესტერით (თითო 32-გიგაბაიტიანი).
3D-გამოსახულების აღსაქმელად, მომხმარებელი სპეციალურ სათვალეს გამოიყენებს.