ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ ვიდრე რუსულად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილში „მე და უკრაინა“, რომელსაც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ აქვეყნებს.
„მაშ, რა არის ჩემთვის უკრაინა?
ის ჩემი ცხოვრებისა და ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ ვიდრე რუსულად. უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი მირგოროდში. უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია - ქალაქი ოდესა. უკრაინა ჩემი მეგობრების დიდი ნაწილია, ბოლო დროს კი უკრაინა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია.
ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე, ახლა კი საუბარია ევროპის კონტინენტის გადარჩენაზე და ჩემს გადარჩენაზე და პუტინის ოლიგარქიული ციხიდან გადარჩენაზე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.