სარფის საბაჟოზე კონტრაბანდული საქონლის გადატანის ბრალდებით სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეფრემ კარაპეტიანი და ანდრონიკ გაზარიანი თურქეთიდან საქართველოში კილონახევარი ოქროს სამკაულების შემოტანას დეკლარირების გარეშე ცდილობდნენ.
ნივთების საერთო ღირებულება 35 ათას დოლარამდეა.
საქმე მოკვლევისთვის შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.