თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ადგილის დასაკავებლად ორი კანდიდატი იბრძვის: თელავის რესურს-ცენტრის მოქმედი თავმჯდომარე თინა ჯავახიშვილი და პროფესიით ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი.
მათი განცხადებები უნივერსიტეტის საარჩევნო საბჭოში უკვე შეტანილია.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, ყველაზე აქტიურად თინა ჯავახიშვილს კანდიდატურა განიხილება და არ არის გამორიცხული სწორედ ამ უკანასკნელმა დაიკავოს რექტორის სავარძელი.
თელავის უმაღლესი სასწავლებლის რექტორის არჩევნები 22 დეკემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები