ბახმუტის მიმართულებაზე უკრანის არმია ფართო ფრონტით წინა მიიწევს და წარმატებებს აღწევს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დავიწყთ. თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს ყველაფერს, მათ შორის კონტრშეტევით მოქმედებებსაც. ამიტომ ზოგიერთ მიმართულებაზე ჩვენ გადავდივართ შეტევით მოქმედებებზე.
კერძოდ, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება ბახმუტის მიმართულება. იქ ჩვენ საკმაოდ ფართო ფრონტით ვმოძრაობთ. გვაქვს წარმატება. ვიკავებთ დომინანტ სიმაღლეებს. მტერი თავს იცავს, სურს პოზიციების შეკავება“,- განაცხადა მალიარმა.