უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერ ხედავს ვილნიუსის ნატო-ს სამიტში მონაწილეობის აზრს, თუ უკრაინა ვერ მიიღებს კონკრეტულ სიგნალებს იმასთან დაკავშირებით, როდის გახდება შესაძლებელი შეურთდეს ალიანსს. ამის შესახებ მან WJS-თან ინტერვიუში განაცხადა.
"თუ ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მკაფიო სიგნალს არ მივიღებთ, იქ არაფერი გვესაქმება", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ესმის, რომ ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია, ვიდრე ომი მიმდინარეობს, თუმცა კიევისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მოისმინოს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ომის დასრულების შემდეგ გახდება.
„გვესმის, რომ ნატოშ-ი, ან ნებისმიერ ძლიერ, უსაფრთხოების კავშირში ვერ შევლთ ამ ომის განმავლობაში, მაგრამ გვითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ერთი ფრაზა ვილნიუსის სამიტზე: „უკრაინა იქნება ნატო-ში ამ ომის შემდეგ“? - განაცხადა ზელენსკიმ.
შეკითხვაზე რა მოლოდინები აქვს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იცის, მიიღებს თუ არა კიევი იმ სიგნალს, რომლის იმედიც აქვს.