უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს კიევში ძლიერი აფეთქებები იყო. ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცახდებით, ამუშავდა საჰაერო თავდაცვა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობას თავშესაფრებსა და სხვა უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა.
საჰაერო განგაშის დასრულების შემდეგ კლიჩკომ განაცხადა, რომ სამაშველო სამსხურებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების შემთხვევები არ ყოფილა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი პოპკოს განცხადებით, 2 ივნისის ღამეს კიევის თავზე მტრის 30-ზე მტი სხვადასხვა ტიპის სამიზნე განადგურდა.