„რუსული მოხალისეთა კორპუსი“ აცხადებს, რომ რუსეთის საზღვართან მორიგი თავდასხმა მოაწყვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას უარყოფს.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეტაკებები მიმდინარეობს ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში.
მათი მტკიცებით, უკრაინის მხარეზე მებრძოლი „რუსული მოხალისეთა კორპუსი“ კი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ამბობენ, რომ მათი მებრძოლები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე იმყოფებიან და უახლოეს ხანში შებეკინოში იქნებიან.
რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ ცნობას, რომ პირველ ივნისს ღამეს ქალაქ შებეკინოს ინტენსიურად უხსნიდნენ ცეცხლს.
რუსული სახელმწიფო მედია წერს, რომ შებეკინოსთან „სროლის ხმა ისმის“.
ბელგოროდის ოქლის გუბერნატორის ვიაჩელსავ გლადკოვის ცნობით, დაშავებულია 5 ადამიანი.
მისივე ცნობით, ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. მისი მტკიცებით, უკრაინელები ქალაქის ცენტრსა და შემოგარენს „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ესროდნენ.