ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების, როგორც ქართველების ისე ოსების საკითხი განიხილებოდა.
"შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ეხებოდა. ასევე განხილულ იქნა საკითხი საერთაშორისო ექსპერტების მუშაობის გაგრძელებისა ამ მიმართულებით", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.