ჩვენი მიზანი - საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სრულმასშტაბიანი შეთანხმების გაფორმებაა. ეს განცხადება აფხაზური ტელევიზიით სიტყვის გამოსვლისას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
"უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ჩვენ უნდა დავიწყოთ მომავალი შეთანხმების დეტალების განხილვა. ჩვენც და დისკუსიების სხვა მონაწილეებსაც ამ საკითხთან მიმართებაში უკვე შემუშავებული წინადადებები გაგვაჩნია. სწორედ მათ განხილვას ვაპირებთ", _ განაცხადა ვიაჩესავ ჩირიკბამ. მისივე თქმით, მიუხედავად საქართველოს პოზიციისა - "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოზიციის გარეშე ამ კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელი იქნება და ძალის გამოუყენებლობის შესახე შეთანხმების გაფორმება საქართველოს სწორედ ჩვენთან მოუწევს".
ხოლო რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე არსებულ მეორე სამუშაო ჯგუფს, რომელიც დევნილთა საკითხების განხილვითაა დაკავებული, ჩირიკბას განცხადებით მასზე საუბარი გალის რაიონში დაბრუნებული დევნილების ვერიფიკაციაზე იქნება.
"ვერიფიკაცია ძალიან სერიოზული პროცესია, რომლის გარეშეც წინ წაწევა შეუძლებელი იქნება და მოლაპარაკებებზე ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევა გაძნელდება", _ აცხადებს ვიაჩესლავ ჩირიკბა.
მასალის გამოყენების პირობები