დღეს, 14 დეკემბერს, ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარის ორი სამხედრო ქალაქი გაიხსნება.
"მუგუთის დასახლებულ პუნქტში და ზნაურის რაიონის სოფელ ზივლეთში სამხრეთ ოსეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს ორი სამხედრო ქალაქი გაიხსნება", _ ინფორმაციას ამის შესახებ ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსი ოკუპანტები ავრცელებენ.
"სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გახსნილი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ობიექტები არის თანამედროვე ავტონომიური კომპლექსები, რომლებიც სრულად პასუხობენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამედროვე მოთხოვნებს. ახალ სამხედრო ქალაქებში შექმნილია ღირსეული პირობები მესაზღვრეებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებისთვის", _ იუწყება ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
მათი ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აღჭურვილნი არიან საზღვრის დაცვის ისეთი თანამედროვე საშუალებებით რომლებიც საზღვრის დაცვისათვის აუცილებელია და მისი დარღვევის ნებისმიერ საშუალებას გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამხედრო ქალაქი რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გახსნეს.