კრემლში საახალწლო ნაძვის ხეს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან 15 ბავშვი დაესწრება. რუსული მედიის ინფორმაციით, მათ შორის არიან წარჩინებული მოსწავლეები, აქტივისტები, სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელები და ასევე თითო ბავშვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თითო რაიონიდან.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ბავშვებისათვის მოსკოვში მოეწყობა სპეციალური ექსკურსიები. საახალწლო ნაძვის ხე კრემლში 26 დეკემბერს გაიმართება. მოსაწვევი აღნიშნულ ღონისძიებაზე ბავშვების დასასწრებად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია.
მასალის გამოყენების პირობები