17 წლის მოზარდმა საფრანგეთში 15 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი აიყვანა მძევლად
საფრანგეთში, ქალაქ ბასანკონში, ერთ-ერთ ბაღში 17 წლის ფსიქიკურად დაავადებული მოზარდი შეიჭრა და 15 ბავშვი მძევლად დაატყვევა.
თავიდან მან 20 ბავშვი დაატყვევა, თუმცა 5 გაანთავისუფლა.
როგორც საფრანგეთის რადიო მაუწყებლობები იტყობინებიან, მოზარდი შესაძლოა ხმლებით იყოს აღჭურვილი და ბაგა-ბაღის აღსაზრდელების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.