ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა პიერ მორელმა (ევროკავშირი), ანტი ტურუნენმა (გაერო) და ბულატ ნურგალიევმა (ეუთო) აფხაზ სეპარატისტებთან მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დეტალები განიხილეს. მათი ვიზიტი აფხაზეთის დედაქალაქში ერთდღიანი იყო.
შეხვედრაზე, აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განიხილეს ის საკითხები, რომლებზეც იქნება მსჯელობა ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე უსაფრთხოებისა და დევნილთა პრობლემების სამუშაო ჯგუფებში. მოლაპარაკებები ჟენევაში16 დეკემბერსაა დანიშნული.
სეპარატისტთა დელეგაციას ჟენევის მორიგ რაუნდზე მოლაპარაკებებზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული ვიაჩესლავ ჩირიკბა უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები