საგადასახადო ადმინისტრირების წნეხის გამო ბევრი მეწარმე და ბიზნესმენი თავი დაუცველად თვლის.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ფინანსთა მინისტრთან კახა ბაინდურაშვილთან საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის შეხვედრაზე განაცხადა.
"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით შთამბეჭდავი პროგრესია, თუმცა კიდევ რჩება ხარვეზები მეწარმეებთან ურთიერთობის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გადასახადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მეწარმეთა ნაწილს გადასახადების ადმინისტრირების წნეხის გამო რჩებათY შეგრძნება, რომ დაუცველები არიან", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, სწორედ არსებული ხარვეზების გამო არ ხდება დამატებითი ინვესტიციების შემოდინება და აუცილებელია ეს პრობლემა მოგვარდეს.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ფინანსთა მინისტრი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს და ახალ ეკონომიკურ კურსს აცნობს. სხდომა პარლამენტში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.