კახეთში გამრიცხველიანების პროცესი 2013 წლის პირველ ნახევარში დასრულდება,_ამის შესახებ "კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" აცხადებენ.
"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გენერალური დირექტორი ზურაბ დიღმელაშვილი ამბობს, რომ კომპანია ამ დროისთვის გამრიცხველიანების სამუშაოები 10 სოფელში აწარმოებს.
მისივე ინფორაციით, კომპანიამ უკვე გაამირცხველიანა კახეთის რეგიონის ქალაქში მცხოვრები 40 000 აბონენტი, ასევე დასრულებულია 19 სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით, "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" რეგიონის გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა.
"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მომავალი წლის განმავლობაში კომპანია 50 ათას აბონენტს გაამრიცხველიანებს, 2012 წელს - 35 ათას აბონენტს, ხოლო 2013 წლის პირველ ნახევარში - 15 ათას აბონენტს.
პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარს აჭარბებს. ლიტვურმა კომპანიამ „ახემა ჯგუფი" „კახეთის ენერგოდისტრიბუცია" 2008 წლის დეკემბერში გამართულ აუქციონზე 9,15 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.
კონტრაქტის მიხედვით, კომპანიამ 5 წლის განმავლობაში 101 000 აბონენტის გამრიცხველიანება უნდა უზრუნველყოს.