დღეს 21 ნოემბერს დიღომში ჰიპერმაეკეტ "გუდვილის" კონდიტერთა კულინარიული ნაწარმის გამოფენა-დეგუსტაცია ეკონომიკის მინისტრმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა. მინისტრმა სავაჭრო ქსელს მენეჯმენტისა და ხარისხის საერთაშორისო ISO 9001:2008 HACCP სერთიფიკატი გადასცა.
ქართულ სავაჭრო ქსელებს შორის "გუდვილი" პირველია, რომელმაც მიიღო ასეთი მაღალი კატეგორიის სერთიფიკატი, რომლის აუდიტი გერმანულმა ჰოლდინგმა TUV_SUD-მა განახორციელა.
"აქციის მიზანი ქართული წარმოების პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა. დღეს "გუდვილისვე" მაგალითზე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართული წარმოების პროდუქტი არაფრით ჩამოუვარდება იმპორტირებულ იდენტურ პროდუქციას. კომპანია "გუდვილი" რამდენიმე წელია მომხმარებელს პროფესიონალ კონდიტერთა პრემიუმ ხარისხის ნაწარმს სთავაზობს. ამიტომ, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია იმ წარმატებებისა და KNOW HOW-ს მომხმარებლისთვის გაცნობა, რომელიც "გუდვილის" კონდიტერებმა 2008-2009 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მიიღეს", _ აცხადებს "გუდვილის" გენერალური დირექტორი, ნუგზარ მაღულარია.
2005 წლიდან კომპანია "გუდვილის" კონდიტრები სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონკურსების გამარჯვებულები და პრიზიორები არიან. დღეს წარმოდგენილი იყო მათ მიერ ფრანგული რეცეპტურით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული როგორც ტორტებისა და ნამცხვრების ფართო ასორტიმენტი, ასევე შოკოლადის Aღთ DECOR-ი. გამოფენის დამთვარიელებლებს სულ 70 სახეობის პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.
რას შეეხება ISO 9001:2008 HACCP სერთიფიკატს, ნუგზარ მაღულარიას განმარტებით, ასეთი მაღალი შეფასება "გუდვილს" პროდუქტისა და სერვისის გარანტირებული მაღალი ხარისხის გამო მიენიჭა.
"გუდვილი" პირველი საცალო ვაჭრობის ობიექტია, რომელმაც ნებაყოფლობით დანერგა HACCP საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ინტეგრირებული სისტემა, რაც 2010 წლის ბოლოსთვის საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისათვის აუცილებელი მოთხოვნა იქნება. ეს სერთიფიკატი მომხმარებლისათვის წარმოადგენს კომპანიის მიერ წარმოებული და მიწოდებული პეოდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხისა და ჯანმრთელობისათვის უვნებლობის გარანტს", _ განაცხადა ნუგზაე მაღულარიამ.