პარლამენტში ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობას და უმრავლესობას ახალ ეკონომიკურ კურსს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცნობს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ უმრავლესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კუთხით ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება სახეზეა და კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლაში სერიოზული წინსვლა აქვს ქვეყანას ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზი სახელმწიფოს და გადამხდელს შორის ურთიერთობებში.
"ჩვენ ვთვლით, რომ ჯერ კიდევ არის ბევრი მეწარმე, ვინც უსამართლოდ მიიჩნევს ამა თუ იმ საგადასახადო მიდგომას ასევე ჯარიმების ოდენობას. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო დამოკიდებულია მეწარმეზე და გადასახადის გადამხდელზე ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობების ამ კუთხით გაუმჯობესდეს", _ აღნიშნა მელიქიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ აღნიშულ საკითხებზე იმსჯელებენ ფინანსთა მინისტრთან.