საქართველო დონორთა კოორდინაციის ეროვნულ სემინარს მასპინძლობს. სემინარი ფინანსთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იმართებ.
მისი მიზანია დონორ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად შეფასდეს 2008 წლის ბრიუსელის საერთაშორისო კონფერენციის შედეგები და სამომავლო პროგრამები.
სემინარზე დონორებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სემინარი ფინანსთა მინისტრთა კახა ბაინდურაშვილმა გახსნა.
"დონორებს ვაცნობთ ფინანსურ მაჩვენებლებს, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა ნაბიჯებია გადასადგმელი 2011 წელში. ჯამში საქართველოსთვის 4,5 მლრდ. დოლარის დახმარება იქნა გამოყოფილი, აქედან 2 მლრდ. დოლარი ჩამორიცხულია, ხოლო 2 მლრდ-ზე ხელშეკრულება უკვე გაფორებულია. 2011 წლის პირველ ნახევარში 4,5 მლრდ. დოლარი მთლიანად იქნება დაკონტრაქტებული",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა ბაინდურაშვილმა.
მინისტრის თქმით, დონორების მხრიდან უკვე გამოყოფილი თანხების გადახედვაც მოხდება.
"შედეგად საქართველო 2011 წელს უფრო მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე ეს დაგეგმილი და გათვალისწინებული იყო. პროექტები არის გრძელვადიანი და მათ განხორციელებას 3-4 წელი სჭირდება. დონორების დახმარებით მომდევნო წლებში, საუბარია 2013 წლიდან 2016 წლამდე, ეს თანხები საქართველოს ეკონომიკაში კვლავ იმუშავებს და კერძო სექტორის ზრდას წაადგება"- აღნიშნა კახა ბაინდურაშვილმა.
მინისტრის თქმით, 4,5 მლრდ. დოლარიანი დახმარება შესაძლოა 0,5 მლრდ. დოლარით გაიზარდოს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს ბრიუსელის კონფერენციამ საქართველოსა და საერთაშორისო გაერთიანების პარტნიორებს შორის თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას მისცა სტიმული.
იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წელი სრულდება, სემინარის ორგანიზატორებს სურთ შეჯამონ ბრიუსეში დონორთა დაპირების შესრულების ანგარიში, ასევე განიხილონ ის მეთოდები და მიდგომები, რომლებიც საქართელოს დახმარების კონტექსტში გამიყენება.
გარდა ამისა სემინარზე განხილული იქნება დონორთა კოორდინაციის არსებული მოწყობა საქართველოში.
მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა სექტორში დონორების დაპირებულ მხარდაჭერას, მათ შორის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და ირბანული ინფრასტრუქტურა, 2008 წლის ოკუპაციის მსხვერპლთა - იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო პირობების გაუმჯობესება, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა და აშ.
მთავრობის განმარტებით, 2008 წელს ბრიუსელში გამართული კონფერენციის შედეგები წარმატებულია, რაც განაპირობა ერთის მხრივ საქართველოს მთავრობის ინიციატივამ და მკაფიო გეგმამ, მეორეს მხრივ დონორთა საზოგადოების ძალისხმევამ და პროფესიულმა დამუკიდებლობამ.