გომთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა" ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ისინი კლინიკა "გორმედის" ხაშურის ფილიალში შეყვანისას დაიღუპნენ. მძიმეა კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა.
გომთან ავარია დღეს მოხდა. დაშავებულია 6 ადამიანი. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.