მეორე დღეა ისრაელში ქარიშხალი მძვინვარებს. ზღვისპირა რაიონებში ქარის სიმძლავრე 100 კმ/სთ-ს აღწევს. ტალღების სიმაღლე კი 8-9 მეტრია. ვრცელდეება ინფორმაცია დაღუპულების შესახებაც.
როგ რაიონებში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.
ქარმა წააქცია ბოძები და მოგლიჯა ხეები.
უხლოესი სამი დღის განმავლობაში ისრაელში 100 მმ ნალექს ელოდებიან, რაც ბევრად აღემატება ნოემბრეში მოსული ნალექის რაოდენობას.
ადგილობრივი მეტეოროლოგების განცხადებით, უახლოეს დღეებში ჰერმონში თოვლის სისქე 20 სანტიმეტრ მიაღწევს. თოვლი ასევე მოსალოდნელია ზემო გალილეიში და იერუსალიმის რაიონშიც.
ქვეყნის რიგ რაიონებში შეფერხებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობაც. სდე-დოვის აეროპორტიდან რამდენიმე რეისი გადაიდო.
ქვეყნის სასწრაფო დამხმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი