მარნეულში მანქანა ამობრუნდა. დაკავებულია მძღოლი და 2 მგზავრი.
შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო სამართალდამცავის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოძრაობა გააგრძელა.
მანქანა, რომელსაც პოლიცია აედევნა ხიდზე ამობრუნდა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა პოლიციის მანქანას ქვები ესროლეს.
მომხდარს დაპირისპირება მოჰყვა - დაზიანებულია პოლიციის მანქანა, მედიის ინფორმაციით, მას ადგილობრივებმა ქვები ესროლეს.