თურქეთში ძლიერი ციკლონის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამ დრომდე გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქვეყნის ტერიტირიაზე ძლიერი ქარის გამო, რომლის სიჩარეც 90კმ/სთ-მდე აღწევს, მარმარისის ზღვიდან სანაპიროზე დაახლებით 20 გემი გამოიყვანეს, რადგან ქარის შედეგად ძილიერი ტალღები მათ საფრთხეს უქმნიდა.
ციკლონის შედეგად, რომელიც თურქეთს თავს ბალკანეთის მხრიდან დაატყდა და დიდთოვლობის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე არაერთი ავარია და უბედური შემთხვევა მოხდა. ასევე ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებში ავტომაგისტრალებზე საცობებია შქმნილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზების თავლისგან სპეცილური ტექნიკით გაწმენდა, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფომაციით, შექმნილი საცობების გამო გზების გაწმენდა რთულდება.
სტამბულში ძლიერმა ქარმა ქალაქში და ბოსფორის სანაპიროზე სახლებს სახურავები გადახადა, არიან დაშავებულებიც. ქალაქ ანკარაში კი ბევრი ქუჩა თოვლის გამო პარალიზებულია.
აღსანიშნავია, რომ საზღვაო კურორტ ანტალიაში, სადაც ზამთარი ძალიან იშვიათია, ბოლო ოთხი საუკუნის განმვლობაში თოვლი პირველად მოვიდა. ამასთან, ქალაქში ქარიშხალს და ძლიერ წვიმასაც ელოდებიან.
უამინდობის გამო ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა და არსებული ინფომაციით გაზის გაჟონვის გამო უკვე ორი ადამიანია დაღუპული და ასობით კი მოწამლულია.