ხარაგაულში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. კომპლექსი 500 ადგილზეა გათვლილი.
შენობაში მინი ფეხბურთის სტადიონი, კალათბურთის, საჭიდაო და კრივის დარბაზები მოეწყობა.
მშენებლობაზე ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდებიან. სპორტული კომპლექსის აშენებისთვის გამოცხადებული ტენდერი ქუთაისურმა ფირმამ, "იბერია 21"-მა მოიგო.
ხარაგაულს სპორტული დარბაზი ამ დრომდე არ ჰქონია. 30 წლის წინ ერთადერთი სპორტული ნაგებობა დიდთოვლობამ დაანგრია.
პროექტის ღირებულება 1 700 000 ლარია. მშენებლობა 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.