კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა.
ამის შესახებ ტრუდომ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ დამატებითი სანქციების შესახებ 14 რუსი ფიზიკური და 34 იურიდიული პირის მიმართ, კერძოდ, უსაფრთხოების ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულები არიან დაჯგუფება „ვაგნერთან“, - განაცხადა კანადის პრემიერმა.
ამასთან, მისი თქმით, დამატებითი სანქციები დაუწესდებათ ბელარუსში ცხრა იურიდულ პირს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბელარუსის ფინანსურ სექტორთან.
ასევე ტრუდოს განმარტებით, კანადა თავისი სამხედრო საწყობებიდან უკრაინას გაუგზავნის 21 ათას ავტომატსა და საბრძოლო იარაღს, ასევე, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მილიონ ტყვიას.
2022 წლიდან კანადამ უკრაინას 9 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.